X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ინფრასტრუქტურის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

25 მაისი 2026

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მუსტაფა თურქერ არისთან.

მინისტრმა ელჩს საქართველოში საქმიანობის დაწყება მიულოცა და დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

რევაზ სოხაძემ თურქეთის ელჩს გააცნო სამინისტროს მიმდინარე და სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სატრანსპორტო დაკავშირებადობის გაძლიერებას.

თურქეთის ელჩმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას. ასევე აღნიშნა არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა და დამატებითი შესაძლებლობების გამოყენების მნიშვნელობა.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ თანამშრომლობა რეგიონული დაკავშირებადობისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი სოფიო მამალაძე, თურქეთის ელჩის მრჩეველი იაღმურ დემირელი და მესამე მდივანი უღურ თაჰნალი.